ჩეხეთის ელჩის შეხვედრა სავაჭრო პალატაში

17 ივნ 2020

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა სფეროში ჩეხ სპეციალისტებთან  ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეეხო.

აჭარის სამრეწველო-პალატის თავმჯდომარემ სტუმრებს  რეგიონში  არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები გააცნო.