22 ივნ 2020
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 761-ს შეადგენს.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269 ადამიანი რჩება. რაც შეეხება აჭარას, ჩატარებული 347 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.