22 ივნ 2020
ხუთი ადამიანი დაიღუპა თურქეთის ბურსის პროვინციაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად. უგზოუკვლოდ დაკარგულია ერთი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სამსახურების 250-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული.
სტიქიის ზონაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დავალებით ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ ჩავიდა.