EMC და საია პარლამენტს მოუწოდებენ გაატაროს შრომის კანონმდებლობის რეფორმა  

22 ივნ 2020

არასამთავრობო სექტორი პარლამენტს დასაქმებულების უფლებების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. საფრთხის შემცველი და ღირსების შემლახავი სამუშაო გარემო, დაურეგულირებელი სამუშაო დრო, შესვენებისა და დასვენების გარეშე მუშაობა, არაანაზღაურებადი ზეგანაკვეთური შრომა  და კიდევ რამდენიმე ფაქტორი  მშრომელების მასობრივ ექსპლუატაციას და მოწყვლადობას განაპირობებს - ამბობენ მესამე სექტროში.  

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტიდან, რომელზეც თავადაც მუშაობდნენ,  ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტია ამოღებული.