02 ოქტ 2016
ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს, რომელიც ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ამჯერად საუბარი სავარაუდოდ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის მიმდინარეობს. აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ.