ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე?

25 ივნ 2020

დაახლოებით სამ საათში საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის   პოსტი შესაძლოა ახალმა თავმჯდომარემ ჩაიბაროს.   ამ თანამდებობისთვის პლენუმის ორი მოსამართლე იბრძვის, მერაბ ტურავა  და  ირინა  იმერლიშვილი.  

ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში  მოსამართლედ, პარლამენტის კვოტით 5 წლის წინ აირჩიეს, ირინა იმერლიშვილი კი საქართველოს პრეზიდენტმა 4 წლის წინ წარადგინა.