დინამო ბათუმმა თელავს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა

25 ივნ 2020

კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმმა თელავს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ბათუმელთა მხრიდან  გოლი, ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა, ხოლო თელაველთა მხრიდან თავი ლაშა კოხრეიძემ გამოიჩინა.

ამ მომენტისთვის ბათუმის დინამოს 3 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. შავიზღვისპირელები შემდეგ შეხვედრას 2 ივლისს საკუთარ მოედანზე საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს.