არიენ რობენმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კარიერა განაახლა

28 ივნ 2020

ლეგენდარული ფეხბურთელი არიენ რობენი ერთწლიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაუბრუნდა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მშობლიურ გრონინგენთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა და 2020-21 წლების სეზო​ნში გრონინგენში ითამაშებს, რომელიც ჰოლანდიელი ფეხბურთელისთვის პირველი პროფესიონალური კლუბი იყო.

არიენ რობენი „გრონინგენის“ აკადემიაში 1996-2000 წლებში ირიცხებოდა, ხოლო 2000-2002 წლებში მთავარ გუნდში ჩატარებულ 52 მატჩში 12 გოლი გაიტანა. შემდეგ კი, პსვ ეინდჰოვენში, „ჩელსიში“, „რეალსა“ და „ბაიერნში“ ითამაშა. რობენს ნიდერლანდელების ნაკრებში 134 მატჩი აქვს ჩატარებული.