გირაო თუ პატიმრობა - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო

28 ივნ 2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ბრალდებულის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ დრომდე დახურულ რეჟიმში მსჯელობს.   ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ, პროკურატურა კი 17-ვე ახალგაზრდას მიმართ  აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.17 ბრალდებულიდან   6 არასრულწლოვანია. მათ ბრალი ორი ან მეტი მუხლით აქვთ წარდგენილი.ცნობილია რომ დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შესთავაზებს.