01 ივლ 2020
მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე თურქეთში მუშაობდნენ, სახელმწიფოსგან დახმარებას და მეზობელ ქვეყანასთან საზღვრის გახსნას ითხოვენ. მათ სარფის საბაჟოსთან აქცია გამართეს. ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ და თუ თურქეთში მალე არ დაბრუნდებიან იქ არსებულ სამსახურებს დაკარგავენ. აქციის მონაწილეები მტავრობის ტავმჯდომარესთან ს3ეხვედრას იტხივდნენ, თუმ,ცა მათთან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი მივიდნენ. შეხვედრაზე თქვა, რომ თვითდასაქმებულებს უწყება უშუამდგომლებს დასაქმების სააგენტოსთან და დაეხმარება რეგისტრაციაში, რომელიც საზღვარგარეთ დასაქმებულების დახმარებას ეხება. აქციის მოანწილეები ამბობნე, რომ მათი მოტხოვნა დღეს არ დაკმაყოფილდა და პროტესტს გააგრძელებენ.