მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

06 ივლ 2020

ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს დილიდან ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დღეს დილით შევიდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია იმერეთის რეგიონიდან ათი მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი და ასევე სპეცტექნიკა.