დღეიდან საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმება იწყება 

07 ივლ 2020

შრომის ინსპექცია დღეიდან საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმებას იწყებს. შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ობიექტებზე მოთხოვნის შესაბამისად მივლენ.

ის საცურაო აუზები და სპორტ-დარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას.

ქვეყანაში უკვე მეორე დღეა ნებადართულია დახურულ სივრცეში ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება. გუშინ გაიხსნა ასევე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.