გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

07 ივლ 2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები დღეს გამოიკვეთა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, ასევე უწყებაში ითქვა, რომ საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება.  გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მცხეთის პოლიციაში დღეს კიდევ რამდენიმე დაკავებულის ადვოკატები დაიბარეს.