სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აზერბაიჯანის საზღვართან შეტაკებების შედეგად 10 სამხედრო დაშავდა

15 ივლ 2020

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აზერბაიჯანის საზღვართან შეტაკებების  შედეგად 10 სამხედრო დაშავდა.  მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, 5-ის კი  საშუალო სიმძიმის.   ამის შესახებ  ძალოვანი უწყების პრეს-მდივანი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელში წერს.  

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებდა, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ გახსნილი  სროლის  შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა.  სომხეთის  შეიარაღებულმა ძალებმა გასულ დღე-ღამეში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით  90-ზე მეტჯერ დაარღვია   და არტილერიაც გამოიყენა.  ასეთი შეფასება დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა.  

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოვუზის რეგიონში დაპირისპირება 12 ივლისს გამწვავდა. საბრძოლო მოქმედებების განახლებაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ.