კორონავირუსით დაინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდას საავადმყოფოში ჩააბარებს

16 ივლ 2020

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდას იქ ჩააბარებს, სადაც მკურნალობს  -  გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.  

მისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.