ბათუმის არჩეული მერი გადადგა - შეფასებები

16 ივლ 2020

ლაშა კომახიძის გადაწყვეტილება პოლიტიკური გარიგებაა - ასე ფიქრობენ პარტია ''ლელოში''. განსხვავებული შეფასებები გაკეთდა ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში'', სადაც კომახიძის ამ ნაბიჯს უპასუხისმგებლოს უწოდებენ. არც მმართველი გუნდისთვის აღმოჩნდა ლაშა კომახიძის გადაწყვეტილება მისაღები.