მასობრივი მოწამვლა შარაშიძის ქუჩაზე

17 ივლ 2020

სასმელმა წყალმა ბათუმში, ათობით ადამიანი მოწამლა. ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში რამდენიმე მოქალაქე გადაიყვანეს. ნაწილი კი სახლის პირობებში მკურნალობს. შარაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლები, რომლებმაც სასწრაფო დღეს რამდენჯერმე გამოიძახეს, მიზეზად, დაზიანებულ ქსელს ასახელებენ, რადგან მათი თქმით, მილის შეკეთების შემდეგ ონკანში ბინძური წყალი მოდის.