ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

19 ივლ 2020

ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე 30 წლამდე გარდაცვლილი ქალის ცხედარი პოლიციამ იპოვა. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მეზობლების თქმით, მათ ხმაური გაიგეს და ამიტომ პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.