აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია

20 ივლ 2020

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე კლინიკაში covid-19-ზე სულ 8 პაციენტი მკურნალობს.