ევროკავშირის ლიდერები 7-წლიან ბიუჯეტს განიხილავენ

20 ივლ 2020

ბრიუსელში, დღეს უკვე მეოთხე დღეა  ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენაზე მსჯელობენ. სამიტის მონაწილეები  მასშტაბური სტიმულირების ფონდის შექმნაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.  

ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერები ორგანიზაციის 7-წლიან ბიუჯეტს განიხილავენ.  ბრიუსელში მოლაპარაკებები 17 ივლისს დაიწყო, თუმცა მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.