აშშ-ისა და ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სიკვდილით დასაჯეს

20 ივლ 2020

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული და სიკვდილით დასჯილი  მაჰმუდ მუსავი მაჯი აშშ-ს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის პირადი დაცვის მონაცემებს გადასცემდა - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელეკომპანია იუწყება.  

მაჯის ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ისრაელის მოსადის სასარგებლოდ ჯაშუშობაში,  ასევე  ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალ ქასემ სულეიმანის გადაადგილების შესახებ მონაცემების გადაცემაში ადანაშაულებდნენ.