ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი ბაღი შენდება

20 ივლ 2020

ლერმონტოვის  ქუჩის #96-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი შენდება. პროექტის  ღირებულება   მილიონ 914 ათას ლარია.  მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა შენობის კარკასის მოწყობა,  ახლა შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და პროექტი საბოლოოდ ნოემბერში უნდა დასრულდეს.