პროექტი „მუზეუმი და მრავალფეროვნება“

22 ივლ 2020

„მუზეუმი და მრავალფეროვნება“-პროექტის ფარგლებში ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ხანდაზმულებთან შეხვედრა გაიმართა.  პროექტის მიზანი სამუზეუმო საქმიანობის გაცნობაა.

შეხვედრის მონაწილეებმა თიხისგან ნაკეთობების გამოძერწვაშიც მიიღეს მონაწილეობა.  პროექტის ფარგლებში შეხვედრა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება.