სამგზავრო მიკტროავტობუსი ავარიის შედეგად ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

24 ივლ 2020

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. მოგვიანებით კი სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. 

შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. 

სამარშრუტო ტაქსს და ავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა. 

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მივიდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას კლინიკებში ვაზუსტებთ.