არის თუ არა შემდეგი ქობულეთის მერი?

25 ივლ 2020

ტოვებს თუ არა თანამდებობას მირიან ქათამაძე? გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ და ადმინისტრაციის უფროსმა გივი ვერულიძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებები დაწერეს.

ფაქტს არ ადასტურებენ მერიის პრესსამსახურში, თავად მირიან ქათამაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.