კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა

26 ივლ 2020

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. ქვეყანაში დღეს ჯამში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა .

14 ახალი შემთხვევიდან 5 ლილოს ბაზრობის კლასტერიდანაა, 6 იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალია, 2 -ზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა  3-ით გაიზარდა.