16 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში

26 ივლ 2020

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 16 მილიონს გადააჭარბა.  ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 5.6 მილიონს აჭარბებს.

დაავადებულთა რაოდენობით პირველ სამეულში აშშ ლიდერობს 4,3 მილიონი დაინფიცირებულით, მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 2.3 ადამიანი კოვიდ-19-ითაა დაავადებული, მესამე ადგილზეა ინდოეთი 1.3 მილიონი ინფიცირებულით.