ვაშაძე - ჩარკვიანის ალიანსი - პოლიტიკური შეფასებები

27 ივლ 2020

ქართული ოცნების წევრები გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რადგან, მათი თქმით, ოპოზიცია ისედაც დასუსტებულია. ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ვინც „ძალა ერთობაშიას“ ტოვებს მათთვის ეს დანაკარგია.  რადგან, მათი განმარტებით, ეს გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ძალიან მნიშვნელოვანია.