„რაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანა პროგრესს ჩამორჩა“ - კონგრესმენების წერილი

30 ივლ 2020

,,კიდევ ერთხელ გწერთ რათა, გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში ბოლო დროს დემოკრატიული მმართველობის შესუსტებასა და პოტენციური კორუფციის შესახებ“ - ასე იწყება  წერილი, რომელიც კონგრესმენებმა  აშშ-ს სახელმწიფო მდივანს  მიწერეს.  

წერილში სამ პუნქტზეა გამახვილებული ყურადღება,რომლებზეც   ისინი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ.  

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ რაც 2012-ში ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების პარტია მოვიდა, ქვეყანა დაუპირისპირდა თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას.