“განდაგანა” – სოფლად ტურიზმის ფესტივალი 29 ოქტომბერს გაიმართება

06 ოქტ 2016

29 ოქტომბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე  სოფლად ტურიზმის ფესტივალი ,, განდაგანა‘’ გაიმართება. აჭარის სოფლები თავიანთი ტრადიციებით იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა თემატური კუთხეები: სოფლის, ეკო და ღვინის ტურიზმი. მოეწყობა პროდუქციის გამოფენა- გაყიდვაც. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.