ბეირუთში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

06 აგვ 2020

ბეირუთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა. დაშავებულია 5 000-მდე ადამიანი. არიან დაკარგულები. 300 ათასზე მეტი ადამიანი ღია ცის ქვეშაა დარჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციით,  აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ინახებოდა. მეცნიერების შეფასებით, ბეირუთში აფეთქება ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრის 10%-ის ეკვივალენტური იყო.