ნიუ-იორკის ბიბლიოთეკის მუშაობა პანდემიის პირობებში

06 აგვ 2020

ერთგვარ სიმბოლოდ ქცეული ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის უზარმაზარ ქვის ლომებს პირბადეები ააფარეს. ქალაქი ცდილობს მოერგოს იმას, რასაც პანდემიის გამო უკვე „ახალ ნორმას“ უწოდებენ. ვნახოთ „ამერიკის ხმის“ მიერ მომზადებული რეპორტაჟი.