ცვლილებები აჭარის ბიუჯეტში

07 აგვ 2020

11 მილიონ 600 ათასი ლარით მცირდება აჭარის ბიუჯეტი. კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს უმაღლესი საბჭო რამდენიმე დღეში დაამტკიცებს დღეს კი დეპუტატები საფინანსო კომიტეტის სხდომაზე აჭარის ეკონომიკის მინისტრს მოუსმენენ.

საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით კლების მიზეზი პანდემიის ფონზე შემოსავლების შემცირებაა, რაც ეკონომიკური კრიზისით და  გადასახადებისგან ბიზნესის გათავისუფლებაა.  ცვლილება შეეხება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს - უწყების ბიუჯეტი 8 მილიონით მცირდება, 10 მილიონით იზრდება ბიუჯეტიდან  ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფინანსება, ასევე 10 მილიონი დაემატა ტურიზმის დეპარტამენტს, ძირითადად საკარანტინე სივრცეების უზრუნველსაყოფად.