ფოთში აგვისტოს ომის გმირებს იხსენებენ

08 აგვ 2020

პირველი რუსული ბომბი ნავსადგურის მე-7 ტერმინალზე ჩამოვარდა,რასაც კიდევ რამდენიმე საჰაერო იერიში და დაბომბვა მოჰყვა, საჰაერო თავდასხმის შემდეგ რუსული ტანკები ფოთში 11 აგვისტოს გამოჩნდნენ და ქალაქის შესასვლელ გასასვლელში, ასევე ზღვის სანაპიროზე სპეციალური ბლოკ - საგუშაგოები მოაწყვეს.

14 აგვისტოდან  ის სამხედრო ტექნიკა რომლის ქალაქიდან გატანა ოკუპანტებმა ვერ მოახერხეს ადგილზე ააფეთქეს და დაწვეს მათ შორის საზღვაო თავდაცვისა და სანაპირო დაცვის ხომალდები და  კატარღები.