თურქეთში დასაქმების უფლება 101 პირს მიეცა

09 აგვ 2020

თვითდასაქმებულებმა, რომლებმაც თურქი დამსაქმებლებისგან მოწვევა მიიღეს და სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ დღეს სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი პანდემიის შემდეგ პირველად გადაკვეთეს.

საზღვარი თურქეთის და საქართველოს ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 15 მარტს ჩაიკეტა. თვითდასაქმებულები საზღვრის გახსნის მოთხოვნით აქციებსაც მართავდნენ.