ჯანდაცვის მინისტრი: ყველა სკოლა ემზადება, რომ უსაფრთხოდ დაიწყოს სწავლა

10 აგვ 2020

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები ინტენსიურად მუშაობენ- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სახელმწიფო  ემზადება, რომ  სწავლა უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს. მისივე განცხადებით,  მათ აქვთ დეტალური გაიდლაინები თუ როგორი უნდა იყოს სწავლის ფორმატი 15 სექტემბრიდან.