კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა და კიდევ 44 გამოჯანმრთელებული

11 აგვ 2020

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  2 პაციენტი გაჩიანიდანაა, 9 დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, 3 კი იმპორტირებულია.  

გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი.  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პირიდან უმეტესობა ავღანეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სამხედროები არიან. ერთი კოვიდინფიცირებული  გამოჯანმრთელდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პაციენტი კლინიკაში 3 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ბათუმში ამ დროისთვის 17 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი  საშუალო სიმძიმისაა, 16-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

საავადმყოფოში დღეს კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, რომლის საკონტროლო ტესტირებამ გუშინ ვირუსი არ აჩვენა, განმეორებითი პასუხი კი დღის ბოლოს იქნება,ორჯერადად უარყოფითი  შედეგის შემთხვევაში პაციენტი კლინიკას დატოვებს.