ბელარუსში პროტესტს მსხვერპლი მოჰყვა

11 აგვ 2020

ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.   ქვეყნის  შინაგან საქმეთა სამინისტროს   ინფორმაციით,  ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. 

ბელარუსში საპროტესტო აქციები ორი დღეა მიმდინარეობს.   მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩევლების ხმების 80.23% მიიღო. ბელარუსის პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.