ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდი დაფიქსირდა

16 აგვ 2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გლობალური მასშტაბით, ბოლო 24  საათის განმავლობაში კორონავირუსის თითქმის 300 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 294 000  შემთხვევა გამოვლინდა.

მსოფლიოში  ამ დროისთვის სულ კორონავირუსის 21 მილიონ 618-ზე მეტი  შემთხვევაა დადასტურებული.  გარდაიცვალა 770 000-მდე ინფიცირებული, 14 მილიონზე მეტი  კი, გამოჯანმრთელდა.კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთში.