ბაჩალიაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

18 აგვ 2020

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა გააგრძელებს. გადაწყვეტილება გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება.