დღეიდან ბათუმის ბულვარსა და ქობულეთის ზღვისპირა პარკში უფასო ტესტირება დაიწყება

20 აგვ 2020

ბათუმსა და ქობულეთში მოქალაქეებს პისიარ ტესტის უფასო ჩატარება დღის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ. კარვები ძველ ბულვარში, კოლონადებსა და ახალ ბულვარში აჭარული სახლის მიმდებარედ 18:00 საათისთვის გაიშლება. რაც შეეხება მესამე კარავს, ის ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე პარკის მიმდებარედ გაიშლება.