ბათუმის ბულვარში უფასო ტესტირება დაიწყო

21 აგვ 2020

რამდენიმე საათია, ბათუმის ბულვარში გაშლილ კარავში მოქალაქეებს კოვიდ 19-ზე უფასო ტესტირებას უტარებენ. საველე კარვები ბულვარში კოლონადასთან და აჭარულის სახლის მიმდებარედ დგას. 15 ახალი ინფიცირებული, მათგან ერთი ქობულეთში. ასეთია კორონავირუსის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში.