სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა

24 აგვ 2020

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში. მოსამართლემ 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

არჩილ გაგნიძის ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს მის აცილებასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი აცხადებს, რომ მოქმედი მოსამართლე მიკერძოებულია და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. სასამართლო დატოვა ნიკა ჟვანიას ადვოკატმა, რომელსაც მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.