დარღვეული პირობა და დაპირისპირება ოპოზიციაში

27 აგვ 2020

„ნაციონალური მოძრაობა“ ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძეს აყენებს. პარტიის გადაწყვეტილებით, იგი გიორგი ვაშაძის კონკურენტი იქნება.

სხვა ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ ენმ-მა შეთანხმება დაარღვია. განსხვავებულად ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.