რა ჯდება სკოლაში წასვლა

27 აგვ 2020

სკოლებში სწავლის დაწყებამდე, 2 კვირაზე ცოტა მეტი რჩება. სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებულად ელიან როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები, რომლებსაც პარალელურად უჩნდება საზრუნავი ბავშვის სასკოლოდ მომზადება, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მათ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდა, უამრავი საკანცელარიო ნივთი სჭირდებათ.