სამი ვარსკვლავი ერთ სცენაზე - ბათუმის კორტებზე კონცერტი დღეს გაიმართება

31 აგვ 2020, 06:03

0
გაზიარება:

ცნობილი პიანისტის ბექა გოჩიაშვილის კონცერტი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და სხვა შემსრულებლებთან ერთად დღეს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოში პირველი შემთვევაა, როცა ორკესტრის თანხლებით ტარდება კონცერტი.

მიუხედავად იმისა, რომ ბექა გოჩიაშვილი ჯაზის რეპერტუარის შემსრულებელია, კონცერტი ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება. ცნობილ რეპერტუართან ერთად მსმენელი მოისმენს ბევრ ახალ კომპოზიციას.