შაქარშვილის საქმე - არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

31 აგვ 2020

ამ წუთებში მცხეთის სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც სასამართლოს წინა სხდომაზე უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა პროცესი გადაიდო, რადგან ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი, რომელმაც საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვა.