საარჩევნო მარათონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა

31 აგვ 2020

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტების კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და თანაბარი ვალდებულებები აქვთ.

წლევანდელი არჩევნები, IRI-ის, NDI-ისა და ევროპარლამენტის დამკვირვებლების გარეშე ჩაივლის.

აშშ-ის ელჩი კი პარტიებს მოუწოდებს, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ. კელი დეგნანმა, არც რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევა გამორიცხა.