კორონავირუსის ახალი კერები აჭარაში

02 სექ 2020

ჩაქვში სასტუმრო ოაზისში, კონფერენციაზე მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა, სასტუმროში ასობით ადამიანი იმყოფება. დღეს სასტუმროდან სტუმრებს არ უშვებდნენ, თუმცა ამას პირადი გადაწყვეტილებით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხსნიდნენ.