საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

05 სექ 2020

ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთი მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 32-ე წუთზე კვარაცხელიას ჩაწოდების შემდეგ კაჭარავამ თავური დარტყმით გაიტანა.

პირველი ტურის შემდეგ საქართველო C დივიზიონის მეორე ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ერთად ლიდერობს.

ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ვლადიმირ ვაისის შეგირდები 8 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისში გაიმართება.